სიახლეები
  • ახალი ვებგვერდი

    ფუნქციონირება დაიწყო ჩვენი კომპანიის ახალმი საიტმა,

    სადაც თქვენ შეგეძლებათ გაეცნოთ ჩვენი კომპანიის სიახლეებს, ფასდაკლებებს, ვაკანსიებს, აქციებს და სხვა მრავალ საინტერესო ინფორმაციას

ვებ პორტფოლიო
ლოგო და კორპორატიული სტილი
ფოტო პორტფოლიო
სერვისი
ფასები
ჩვენ შესახებ
არსებობდა იდეა, გაჩნდა შესაძლებლობა და რამოდენიმე ენთუზიასტმა 2008 წლის გაზაფხულზე ახალი ბიზნესი წამოიწყო, თავიდან "სოლოსტუდიო" ჩაფიქრებული იყო როგორც მასიური პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასათვის ვისაც ვებ სივრცეში თავისი "სარკმელის" ქონა სურდა,
 
ეს იყო პრდუქტი რომელიც უნდა სცოდნოდა ყველას და ყოფილიყო ყველასათვის...
 
დროთა განმავლობაში კომპანია გაიზარდა, გაფართოვდა და ბაზრის სხვა სეგმენტების ათვისებაც დაიწყო: დღეს ჩვენ ვამზადებთ როგორც ვებ გვერდებს, ასევე ყველა სახის პოლიგრაფიულ და გრაფიკულ დიზაინს, ვიდეო და სარეკლამო პროდუქციას, ვემსახურებით ყველას ვისაც სურს როგორც დაამზადოს ასევე განათავსოს რეკლამა რადიოში, ტელევიზიასა თუ ინტერნეტ სივრცეში...
 
2013 წლის ბოლოსათვის "სოლოსტუდიოს" პორტფოლიოში 300 ვებ გვერდი, რამოდენიმე ვიდეო რგოლი, ათობით ლოგოტიპი და რამოდენიმე მასიური კამპანიის სრული ბრენდ შეფუთვა დაგროვდა,
მოვიდა დრო საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებისათვის და გამოჩდენ ადამიანები ვისაც შეეძლო ეს თემა თავის თავზე აეღო;
 
შვეიცარიაში მოქმედი კომპანია "Geohaus gmbh" რომელიც უკვე წლებია გერმანიასა და შვეიცარიაში ქართული პროდუქციისა და კულტურის ექსპორტს ეწევა, ზემოაღნიშნულ თემას სათავეში ჩაუდგა, ხოლო ITD Holding - მა ორგანიზაციული ნაწილი აიღო თავის თავზე, შედეგად ჩამოყალიბდა "სოლო ჯგუფი" რომელიც დღეს როგორც საქართველოში ასევე შვეიცარიაში ოპერირებს და სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც აქვს დაგეგმილი ფილიალების გახსნა.
 
6 წლის განმავლობაში კომპანიაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი დევიზი და მსოფლმხედველობა:
 
"ჩვენ არ გვყავს კლიენტები, ჩვენ გვყავს მხოლოდ პარტნიორები და მეგობრები"
 
პარტნიორები
კონტაქტი